VIDEo: „რაფერ ბედავს მაგას მაი?!...“ - დაკავებულები არიან "კვერცხა", "კვატია", "გოტო"
1742884603
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს ქვეყნის სასწრაფოდ გაწევრიანების მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მისი თქმით, ამისთვის შესაძლოა ახალი, სპეციალური პოცედურები შემუშავდეს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ დაიმსახურა, იყოს ევროკავშირის გვერდით და ითვლებოდეს მათ თანასწორად.
"ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ყველასთვის, ყველას სიცოცხლისთვის, ბავშვებისთვის, თანასწორობისთვის, დემოკრატიისთვის. ეს გვაძლევს სრულ უფლებას, გავხდეთ ევროკავშირის წევრები.
ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ ჩართოს უკრაინა გაერთიანებაში, სპეციალური ახალი პროცედურებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ და რომ ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა მან.