1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს, მათ შორის ეკონომიკურ ზომებს. მინსკის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება, თუ ის უკრაინაზე თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
„დიახ, ჩვენ განვიხილავთ სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ, თუ ის მიიღებს მონაწილეობას უკრაინაზე თავდასხმაში“, - განაცხადა ოფიციალურმა წყარომ.
DW-ს წყაროს თქმით, რომელიც ევროკავშირის მაღალჩინოსანია, ლუკაშენკო უფლებას აძლევს რუსეთს თავისი ტერიტორიები უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს.
„ახლა ჩვენ ვართ ამ ეპოსის მესამე თავში. კერძოდ, რომ ლუკაშენკო ანიჭებს რუსეთს თავისი ქვეყნის ტერიტორიას, უკრაინის წინააღმდეგ პოტენციური აგრესიისთვის“, - განაცხადა წყარომ.