ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების მხრიდან 50 ათასი რუსი სამხედროს შეკავების ოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, სწორედ კურსკის ოპერაციის წყალობით, რუსები ვერ განახორციელებენ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე თავდასხმებს.
„იქ ჩვენი ბიჭები აკავებენ რუსული ჯარების საკმაოდ მნიშვნელოვან დაჯგუფებას – საოკუპაციო არმიის პირადი შემადგენლობის 50 ათასს წევრს, რომლებიც, კურსკის ოპერაციის წყალობით, ვერ გაიგზავნება რუსეთის დარტყმების სხვა მიმართულებებზე. ძალიან ვაფასებთ ყველა ჩვენი მეომრის, თითოეული ქვედანაყოფის სიმამაცეს, რომელიც ჩართულია ამ ბრძოლებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.