ზაპოროჟიეში პუტინი „დაასაფლავეს“ - „საფლავის“ მემორიალის ფოტოები უკრაინულ მედიაში გავრცელდა

putinis saflavi

ზაპოროჟიეში პუტინი “დაასაფლავეს“, რუსეთის პრეზიდენტის გადაცვალების თარიღი 2022 წლის 24 თებერვალია..

პუტინის "საფლავის" მემორიალის ამსახველი ფოტოები უკრაინულ მედიაში გავრცელდა. მასზე ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირის ფოტოსთან ერთად ნახევრად ჩაძირული რუსული სამხედრო გემია გამოსახული ცნობილი ფრაზით - Русский военный корабль иди нахуй.

„მისი პოლიტიკური კარიერის როგორც ლიდერის კრახი 24 რიცხვში დადგა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მანამდე მისი ყველას ეშინოდა, 24 თებერვლის შემდეგ კი ის "ხუ***ოდ" იქცა. ფიზიკურად ცოცხალია, როგორც პოლიტიკური ლიდერი - მოკვდა. ნახევარ მსოფლიოზე მეტს სურს მისი სიკვდილი“,- განაცხადა დამკრძალავი ბიუროს ხელმძღვანელმა, რომელმაც საფლავის ქვა დაამონტაჟა.