ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„05:55 საათზე ქალაქ ენერგოდარში, ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის სასწავლო შენობაში (60x40 მ ზომის) ხანძარი 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ლოკალიზდა. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებული არ ყოფილა“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარი იყო.  ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა. ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით,  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება დაცულია.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთს ჩერნობილის გამეორება სურს და  თუ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, ეს იქნება ევროპის დასასრული.