"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა
1732690994
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ჩერნობილის გამეორება სურს, ოღონდ ექვსჯერ უფრო დიდი კატასტროფის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ექვსი ენერგობლოკია, ჩერნობილში კი მხოლოდ ერთი აფეთქდა.
„ახლა რუსები ტანკებიდან ესვრიან ატომურ ბლოკებს. ისინი აღჭურვილები არიან თბოვიზორებით. ამიტომ მათ ზუსტად იციან, სად ურტყამენ. ისინი ამისთვის ემზადებოდნენ. მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა ჩერნობილი, ვინც იცის, რა მსხვერპლი მოჰყვა ამ მოვლენებს, რუსეთს სურს ამის გამეორება, ოღონდ ექვსჯერ უფრო დიდი კატასტროფის. ევროპელებო გაიღვიძეთ. უთხარით თქვენს პოლოტიკოსებს, რუსული ძალები ცეცხლს უხსნიან ატომურ ელექტროსადგურს“,- აცხადებს ზელენსკი.
„თუ მოხდა აფეთქება. ბოლო მოეღება ყველას. ეს იქნება ევროპის დასასრული. ეს იქნება ევროპის ევაკუაცია. მხოლოდ ევროპის სასწრაფო ქმედებებს შეუძლია, გააჩეროს რუსული სამხედრო ძალები“,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარი იყო. ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა.
ზაპოროჟიეს საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ სტარუხის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება დაცულია.