თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური ააფეთქეს, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება - დმიტრო კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება. 

როგორც იგი ამბობს, თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება.

„ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ხანძარი უკვე გაჩნდა. თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე ათჯერ დიდი იქნება! რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები, შექმნან უსაფრთხოების ზონა!“,- წერს კულება სოციალურ ქსელში.

უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა.