გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ერთი პირის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ გამოძიება მომხდარზე საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაიწყო.
დაკავებული პოლიციაში იმყოფება, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, სოფელ კარდენახში, ახალგაზრდებს შორის ურთიერთდაპირისპირების შემდეგ, 32 წლის მამაკაცს ავტომანქანა გადაატარეს.
დაშავებული გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში, რთული ოპერაციების ჩატარების შემდეგ გარდაიცვალა.