პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„მაკდონალდსმა“, „კოკა-კოლამ“ და „პეპსიმ“ განაცხადეს, რომ სანქციების ფარგლებში ჩვენი ქვეყნიდან გადიან. როგორც იქნა ადგილობრივი მწარმოებლები ამოისუნთქავენ. ბაზარზე მცირდება ამერიკული ნახევარფაბრიკატების დომინირება, რომელიც ორგანიზმს ანგრევს, - ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი წერს.
მისივე თქმით, ყოველთვის მოუწოდებდა ხალხს, რომ ეკოლოგიური საკვები მიეღოთ.
„გაზიანი სასმლის და „ფასტფუდის" გარეშე, ბევრად უკეთესი იქნება. ამიერიდან რუსული ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობები გაიხსნება და მოგება ქვეყანაში დარჩება.
თუ დასავლეთი ფიქრობს, რომ ამ სანქციებით ჩვენს ეკონომიკას დაანგრევს და ისეთ ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც რუსეთია, მშიერს დატოვებს, ძალიან ცდება. ჩვენ, არა მხოლოდ საკუთარ თავს გამოვკვებავთ, არამედ მთელ მსოფლიოს, თუ საჭირო გახდება. მანდ, დასავლეთში, უბრალოდ, რიგში ჩადგომა არ დაგავიწყდეთ, როცა ძალიან გაგიჭირდებათ, ჩვენ კი დაგეხმარებით,“ - წერს რამზან კადიროვი.