„ყოველ დილით დგები, ფიქრობ, ლოცულობ, რომ ტელეფონმა არ დარეკოს“ - ვისზე საუბრობს ჯო ბაიდენი

ბაიდენი

პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „ჯალათი“ უწოდა.

ბაიდენმა თქვა, რომ მისი ცხოვრების განმავლობაში მსგავს ადგილებში არაერთხელ ყოფილა, თუმცა მას ყოველთვის აკვირვებს „ადამიანის სულის სიღრმე და სიძლიერე“.

„ეს წარმოუდგენელია. შეხედეთ ამ პატარა ბავშვებს. მხოლოდ ჩახუტება მინდა. მინდა უბრალოდ მადლობა ვთქვა. ვგულისხმობ, რომ ეს ძალიან საამაყოა. თითოეულმა ბავშვმა თქვა რაღაც: ილოცე მამაჩემისთვის, ბაბუაჩემისთვის ან ჩემი ძმისთვის, რომელიც უკრაინაში იბრძვის. მახსოვს რას ნიშნავს, როცა ვინმე გყავს ომში. ყოველ დილით დგები, ფიქრობ, ლოცულობ, რომ ტელეფონმა არ დარეკოს“, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.