გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.
„პირველი: ის, რაც ხდება უკრაინაში, 21-ე საუკუნეს შეცვლის. ის, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობდით 2014 წლიდან, რომ ეს რუსეთის ომია უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის თავისუფალი სამყაროს ომი ტირანიის წინააღმდეგ.
დღეს პრეზიდენტმა ბაიდენმა ზუსტად ასეც თქვა: რაც ხდება უკრაინაში, შეცვლის 21-ე საუკუნის ისტორიას და მეორე, რომ ამერიკა ურყევად იქნება უკრაინის გვერდით აბსოლუტურად ყველაფერში, ჩვენს გამარჯვებამდე. ვერაფერი უბიძგებს ამერიკას ზურგი აქციოს უკრაინას და მისი მხარდაჭერა შეამციროს. პირიქით, ეს მხარდაჭერა მხოლოდ გაიზრდება", - განაცხადა კულებამ.
აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი.