ჯო ბაიდენი პოლონეთში უკრაინელ მინისტრებს ხვდება

უკრაინელ მინისტრებს ხვდება

ამერიკის პრეზიდენტი, ბაიდენი პოლონეთში უკრაინის მინისტრებს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან და თავდაცვის მინისტრ ოლექსეი რეზნიკოვთან. აღსანიშნავია, რომ ეს არის მისი პირველი პირისპირ შეხვედრა უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებთან მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ეს არის მოულოდნელი და დაუგეგმავი მისვლა, "შევლა" შეხვედრაზე.

ცნობისთვის, ბაიდენი პარასკევიდან იმყოფება პოლონეთში. ის შეხვდა თავის პოლონელ კოლეგას, ანდჟეი დუდას. შეერთებული შტატების ლიდერი კონფლიქტის შესახებ მთავარი სიტყვით დღეს გამოვა