ვრცელდება უკრაინის გენერალური შტაბის ოპერატიული ინფორმაცია ბელორუსის მხრიდან საჰაერო თავდასხმის შესახებ

ukraina

ვრცელდება უკრაინის გენერალური შტაბის ოპერატიული ინფორმაცია ამაღამ რუსეთის და ბელორუსის მხრიდან საჰაერო თავდასხმის შესახებ - ამ ცნობას მედია გამოცემა УНИАН-ი ავრცელებს: 

"27 თებერვალს 00:00 საათიდან რუსეთის ფედერაციის ჯარებმა განახორციელეს 5 საჰაერო და 16 სარაკეტო დარტყმა.

ბელორუსის რესპუბლიკა საოკუპაციო ძალების კონცენტრაციის კიდევ ერთი ცენტრი გახდა.

მაჩულიშის აეროდრომზე განლაგებულია 10 ვერტმფრენი, ასევე საჰაერო კოსმოსური ძალების 2 თვითმფრინავი An-124.

ბარანოვიჩის აეროდრომზე მობილიზებულია ოთხი გამანადგურებელი-ბომბდამშენი Su-34.

საჯარისო დანაყოფების გადაჯგუფების შემდეგ, კიევის მიმართულებით რუსეთი შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ახორციელებს.

ოფიციალური კიევის თავდაცვის მეთაური გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი, ქალაქის თავდაცვის კომენდანტი, უკრაინის გმირი, პოლკოვნიკი სერხი სობკოა. მისივე ცნობით, ოკუპანტები უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების - ხარკოვისა და ბალაქლიას დაბომბვას აგრძელებს.

ქალაქი ხერსონი კარგად დაცულია.

რუსეთის შეიარაღებული ძალების შავი ზღვის ფლოტის დაჯგუფება გაყვანილია საზღვაო ბაზებიდან. 

მტერმა თავდასხმა ჩერნომორსკის მიდამოში სცადა. მტრის დესანტი განადგურდა.

საომარი მოქმედებების წარმოებაში ასევე მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წყნარი ოკეანის ფლოტის ქვედანაყოფები."