გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი, BA.2 გამოჩნდა. ახალი მუტაციის 400-ზე მეტი შემთხვევაა უკვე გამოვლენილია ბრიტანეთში. მეცნიერები ახლა სწავლობენ, ეს არის "ომიკრონის" ქვე ჯგუფი თუ სრულიად ახალი და უფრო აგრესიული ჰიბრიდი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ბრიტანელი ექიმები ამბობენ, რომ ინფექციის დადგენა მოქმედი ტესტებით, გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა შტამების.
მხოლოდ საფრანგეთში ბოლო 24 საათში ვირუსი ნახევარ მილიონამდე ადამიანს დაუდასტურდა.
პრევენციულ ზომებს იღებს შეერთებული შტატები, სადაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოაქვეყნა იმ 22 ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც ამერიკელებს პანდემიის გამო გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. მათ შორისაა ისრაელი, ავსტრალია, არგენტინა და ეგვიპტე.
გარდა ამისა, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რის მიხედვითაც დგინდება, რომ ვაქცინა "ომიკრონის" წინააღმდეგ ეფექტურია, განსაკუთრებით კი "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში.
ინფიცირების მზარდი დინამიკაა ჩინეთსა და იაპონიაში. მხოლოდ ბოლო 24 საათში ვირუსი 50 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 5 წელს ზემოთ ბავშვებისთვის pfizer-ის ვაქცინის გამოყენებას რეკომენდაცია გაუწია.