„ვოცნებობ დედაჩემი გაცოცხლდეს“ - 7 წლის მიშა მარიუპოლიდან

მიშა

7 წლის მიშა მარიუპოლიდან არის. ის 2014 წელს დაიბადა, მაშინ როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო.

მარტში მას დედა გარდაეცვალა, მამა 3 ბავშვთან ერთად მარტო დარჩა. მიშას და მის ოჯახს სარდაფში ეძინათ, როდესაც ბომბავდნენ. მამამ ნიჩაბი აიღო და სარდაფიდან მეორე სარდაფში გადასასვლელი გაეთხარა - ისინი გადარჩნენ.

კითხვაზე, რაზე ოცნებობს, ბიჭმა უპასუხა:

- დედაჩემი რომ გაცოცხლდეს.

- სხვა რაზე?

იფიქრა და თქვა:

- მეტი არაფერია საჭირო“, - წერს უკრაინული მედია Unian-ი.