„აზოვსტალს" უტევენ... ბიჭებთან კავშირი დაიკარგა - მარიუპოლის მერი

mariupol

მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ უკრაინა 24-ის ეთერში დაადასტურა, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

მისი თქმით, რუსული ჯარები ქარხანას ტანკებით, არტილერიით, სამხედრო გემებითა და ავიაციით უტევენ.

„სამწუხაროდ დღეს ბიჭებთან კავშირი დაიკარგა," - განაცხადა ბოიჩენკომ.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა.

„მთავარსარდლის ბრძანების შესაბამისად, „აზოვსტალის" ინდუსტრიულ ზონაში დარჩენილი ბოევიკები ტერიტორიის პერიმეტრის გარშემო საიმედოდ არიან ბლოკირებული. ნაციონალისტებისადმი განმეორებითი მოწოდებები, გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები და დადონ იარაღი მათი სიცოცხლის გადარჩენის გარანტიით და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ღირსეული მოპყრობით, იგნორირებულია. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მცდელობებს“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ.