ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას უკრაინის გამარჯვების გეგმა წარუდგინა - დოკუმენტი 5 პუნქტისგან შედგება

ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას უკრაინის გამარჯვების გეგმა წარუდგინა. დოკუმენტი 5 პუნქტისგან შედგება.

პირველი უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ მიწვევას ითვალისწინებს;

მეორე - თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას - საკუთარი იარაღის წარმოებას და პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების მიღებას;

მესამე პუნქტის მიხედვით, უკრაინა მზად არის რუსეთის შეკავების მიზნით, საკუთარ ტერიტორიაზე არაბირთვული შეიარაღების ინფრასტრუქტურა განათავსოს;

მეოთხე პუნქტი ეკონომიკაში ფასების რეგულირებას გულისხმობს, მეხუთე - პუნქტის თანახმად კი, ომში გამარჯვების შემდეგ, უკრაინის არმია ევროპის უშიშროების არქიტექტურის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.

გეგმას უკრაინა სამშვიდობო სამიტზე პარტნიორებს წარუდგენს.