თუ რუსეთი უკრაინაზე თუ ატომურ დარტყმას განახორციელებს, საბრძოლო მოქმედებები რუსეთში გადაინცვლებს - ზელენსკის აპარატის მრჩეველი

atomurii

რუსეთის ფედერაცია უკრაინაზე თუ ატომურ დარტყმას განახორციელებს, სახელმწიფოებს შორის ბრძოლა რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს. 

ეს განცხადება  გუშინ, 17 აპრილს, Feigin Live ეთერში, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გააკეთა.

"ჩვენ მხოლოდ უფრო ბრუტალურები გავხდებით, გარანტიას გაძლევთ. რიტორიკა, რომ “ყველა რუსი ასეთი არ არის, არის კრემლი და არიან რუსები” – აღარ შველის. დაიწყება ხოცვა-ჟლეტა…

თითქმის გარანტირებულია, რომ ომი გადაინაცვლებს რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინელ ხალხს ვეღარავინ შეაჩერებს, ამას ცენტრალური სარდლობაც კი ვეღარ შეაჩერებს, ეს ჩვენი მხრიდან მკვეთრი ესკალაციაა, მაგრამ სჭირდებათ მათ ეს?" – თქვა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 თებერვალს CNN-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ კრემლის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის წინააღმდეგ ომში ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

მისი აზრით, პუტინს შეუძლია მიმართოს როგორც ბირთვულ, ასევე - ქიმიურ იარაღს.