ემანუელ მაკრონი უახლოეს დღეებში უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს - საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი

მაკრონი

"საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უახლოეს დღეებში უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს, თუმცა შესაძლებელია, იქ მოგვიანებით ჩავიდეს",  - ამის შესახებ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა კლემენ ბონმა განაცხადა.

„ის შეიძლება, ჩავიდეს მოგვიანებით, მაგრამ ეს უნდა იყოს სასარგებლო უკრაინისთვის. სიტყვები ძალიან ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული. არავინ დაობს იმაზე, რომ უკრაინაში ხდებოდა მასობრივი მკვლელობები და სიცოცხლე, რაც მეტყველებს ბარბაროსობაზე რუსეთის მხრიდან, მაგრამ გენოციდის ცნება მკაფიო საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგების მომტანია“,- განაცხადა ბონმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სტუმრად დაპატიჟა, რათა ის დარწმუნდეს, რომ უკრაინაში არა მხოლოდ ომი, არამედ გენოციდია.