"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
ჩეჩნეთის მეთაური უკრაინას ჩეჩნეთის მოქალაქეების გატაცებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ რამზან კადიროვი ვიდეომიმართვას ტელეგრამ გვერდზე ავრცელებს.
რამზან კადიროვი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და შეიარაღებულ ძალებს აფრთხილებს უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების „გატაცება“ შეწყვიტონ.
“მივმართავ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შეწყვიტეთ უდანაშაულო უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება, რომლების დანაშაულიც მხოლოდ მათ ეროვნებაშია.
მე თქვენ გარწმუნებთ, რომ უწყებების ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ვიპოვით ყველას, ვინც კავშირშია ამ ნაცისტურ ქმედებებთან და დავსჯით. არ გაგიკვირდეთ, თუ პასუხი მსგავსი გზით იქნება გაცემული.
ეს ეხება როგორც შემსრულებლებს, ასევე იმათაც, ვინც იცის გატაცებულების ადგილსამყოფელი, თუმცა დუმილს ამჯობინებს.
სანამ გვიანი არ არის, გაუშვით უდანაშაულოები“,- განაცხადა რამზან კადიროვმა.