1740372372
„კადიროვების“ უმრავლესობა, რომლებიც თავს დაუნდობელ ჯარისკაცებად აცხადებდნენ, ლიკვიდირებულია - რადას თავდაცვის კომიტეტის წევრი

უკრაინელმა თავდაცვის ძალებმა "კადიროველების" უმეტესობის ლიკვიდაცია შეძლეს - ამ ინფორმაციას ვენისლავსკი ადგილობრივ მედიასთან ადასტურებს და ამბობს, რომ ისინი „ალაჰთან წავიდნენ“.
უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის ყველა "კადიროველი" გაანადგურეს, რომლებიც რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინის წინააღმდეგ ომში იბრძოდნენ.
ამის შესახებ უკრაინის 24-ის ეთერში უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრმა ფიოდორ ვენისლავსკიმ ისაუბრა.
"კადიროვების" უმრავლესობა, რომლებიც თავს მამაც და დაუნდობელ ჯარისკაცებად აცხადებდნენ, ლიკვიდირებულები არიან, მათ ამ ჰიბრიდულ ომში ერთ-ერთი რიგითი ელემენტის დატვირთვა ჰქონდათ“, - თქვა მან.
ვენისლავსკიმ აღნიშნა, რომ საომარ მოქმედებებში მათი მონაწილეობა საინფორმაციო სპეცოპერაციას ემსახურებოდა, რომელიც მოსახლეობაში პანიკის დასათესად დაგეგმეს.
"არსებობს ოფიციალური სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ჩეჩნური დანაყოფი, რომელიც დაახლოებით, 1 000 ადამიანისგან შედგებოდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა წავიდა ალაჰთან", - თქვა ვენისლავსკიმ.
გადარჩენილმა "კადიროველებმა" ბარაკის რაზმები შექმნეს. როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, ეს ქვედანაყოფები რუს დამპყრობლებთან ერთად „მუშაობენ“, თუმცა ახლა, უკვე უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს ამბობენ.