პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესისადმი სიტყვით მიმართვის დროს 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედია გაიხსენა.
მან ასევე პერლ-ჰარბორის ტრაგედიაზე ისაუბრა.
„ვინაიდან არავინ ელოდა ამ თავდასხმას, თქვენ მას ვერ შეაჩერებდით. ჩვენი ქვეყანა ამას ყოველდღიურად განიცდის... რუსეთი თავს დაგვესხა არა მხოლოდ ჩვენ, არა მხოლოდ ჩვენს მიწას, არა მხოლოდ ჩვენს ქალაქებს. ის სასტიკი თავდასხმა იყო ჩვენს ღირებულებებზე, ჩვენს ადამიანურ ფასეულობებზე. მან ტანკები და თვითმფრინავები მიმართა ჩვენი თავისუფლების, ჩვენი უფლების წინააღმდეგ, ვიცხოვროთ თავისუფლად ჩვენს ქვეყანაში, ავირჩიოთ ჩვენი მომავალი. ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვის, ჩვენი ნაციონალური ოცნების წინააღმდეგ. იმავე ოცნების, რაც თქვენ, ამერიკელებს გაქვთ.
მე მახსოვს თქვენი ეროვნული რაშმორის მთა, რომელზეც თქვენი გამოჩენილი პრეზიდენტების სახეებია გამოსახული, მათი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ისეთ აშშ-ს, როგორიც არის დღეს: დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი და ზრუნავს ყველაზე, ყველა ადამიანზე, ყველაზე, რომელიც მუშაობს გულმოდგინედ, ცხოვრობს პატიოსნად და პატივს სცემს კანონს" - განაცხადა ზელენსკიმ.