„ამწუთას, დამწვრობის ცენტრი მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩვენდა სამწუხაროდ...“ - გუგა ქაშიბაშე
1783456564
სერჟანტი ანდრეი ბაკაევი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
წარმოშობით ცხინვალელი ბაკაევი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 58-ე არმიის ერთ-ერთ ქვედანაყოფში მსახურობდა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის „გმირულად დაიღუპა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო სპეცოპერაციისას“.
ანდერი ბაკაევი 35 წლის იყო, მას ორი შვილი დარჩა.
დაჯილდოვდა ორდენით სიმამაცისთვის (სიკვდილის შემდეგ).