VIDEO: უკრაინელებმა რუსების ერთი კოლონა შიშველი ხელებით შეაჩერეს

მელიტოპოლში ადგილობრივმა მოსახლეობამ შიშველი ხელებით რუსული ძალების ერთ-ერთი კოლონის გადაადგილება შეაჩერეს. ამის შესახებ რადიო Hromadske-ი იუწყება.

"მელიტოპოლი ზაპოროჟიეს რაიონშია. უიარაღო, მშვიდობიანმა მოქალაქეებმა რუსული მანქანების გადაადგილება შეაჩერეს. ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს და სკანდირებდნენ: "ოკუპანტებო", "წადით აქედან", - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ რუსი დამპყრობლები ჰაერში სროლით ადგილობრივების დაშინებას. თუმცა, უკრაინელები სროლის ხმაზე არ დაფანტულან და ასე შეძლეს მტრების „განდევნა“თავიანთი ტერიტორიიდან.