"რუსული ქვედანაყოფები ცდილობენ, პოზიციები ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაიკავონ" - უკრაინის შსს

atomuri

უკრაინელი მედია გამოცემის YНИАН-ის ცნობით, უკრაინელ სამხედროებსა და რუს ოკუპანტებს შორის მწვავე  დაპირისპირება ზაპოროჟიეს მახლობლად, ატომურ სადგურთან მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის ძალები რუსი სამხედროების შეკავებას ჯერჯერობით ახერხებენ. 

გამოცემა ამ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს. 

"როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მტერმა სოფელ დნიპროვკას მიდამოში 90-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკის მობილიზება მოახდინა. 

„რუსული ქვედანაყოფები ცდილობენ, პოზიციები ევროპაში უდიდეს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაიკავონ, რადგან ოკუპანტები ხვდებიან, რომ კოლონა სრულად დამარცხდება.

ისინი ცდილობენ, მინიმუმ რაღაც მინიმალურად ხელსაყრელი პოზიცია დაიკავონ და იმედს ვიტოვებთ, რომ ელექტროსადგურამდე სანამ დაიკავებენ პოზიციებს, ჩვენ მათ გარღვევას მივაღწევთ. 

ისინი ცდილობენ, დაიმალონ ამ ლოკაციაში იმ იმედით, რომ მათ ცეცხლს არ გაუხსნიან“, - ნათქვამია წერილში.

აღნიშნულია, რომ ეს არის რუსული არმიის მზაკვრული ტაქტიკის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა ნორმას უგულებელყოფს.

ამჟამად, დნეპერიდან ენერგოდარის მიმართულებით რუსული ჯგუფი - 8 ჯავშანტრანსპორტიორისგან და 20 ერთეული რუსული საავტომობილო ტექნიკისგან შედგება.

"თუმცა, რუსები იქ მკაცრ პასუხს შეხვდებიან. უკრაინელი სამხედროები საკმაოდ პროფესიონალურად მოქმედებენ და მტერს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ", - ნათქვამია განცხადებაში.