„რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ უკრაინას არ აქვს არსებობის უფლება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ - ევროკომისიის პრეზიდენტი

ursula fon der laini

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპაში ომი დაბრუნდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის მხარდასაჭერად სრული მზაობა გამოთქვა. რაც შეეხება კრემლს, მისი ქმედებები აზიანებს რუსეთის გრძელვადიან ინტერესებს, უფრო მეტ რუს ადამიანს ესმის ეს, ისინი იბრძვიან თავისუფლებისა და მშვიდობისთვის.

„ომი დაბრუნდა ევროპაში. ლტოლვილები აწყდებიან დასავლეთ საზღვრებს. ხალხს ათობით კილომეტრის დაფარვა უწევთ ფეხით, რომ იპოვონ თავშესაფარი. ისინი ეძებენ ჩვენთან უსაფრთხოებას. იღუპებიან ქალები, ბავშვები, კაცები, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ უკრაინას არ აქვს არსებობის უფლება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, არასოდეს არ მივიღებთ ამ პოზიციას.

უფრო მეტ უკრაინელს დასჭირდება ჩვენი სოლიდარულობა და აუცილებლად დავეხმარებით. ჩვენი კავშირი აჩვენებს ერთი იდეის გარშემო ერთიანობას, რაც სიამაყით მავსებს, ევროკავშირმა ძალიან სწრაფად დააწესა სამმაგი სანქციები რუსული ფინანსური სექციები, კორუმპირებული ელიტის წინააღმდეგ. ეს არის უპრეცედენტო სანქციები ჩვენს ისტორიაში.

ამას ექნება გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე, კრემლზე. ჩვენ ჩავხსენით მთავარი ბანკები SWIFT-ს, ეს ახდენს მილიარდობით დოლარის რეზერვის პარალიზებას. ჩვენ აუცილებლად უნდა გადაგვედგა ეს ნაბიჯები, რათა გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია ამ ომის მიმართ.

კრემლის ქმედებები აზიანებს რუსეთის გრძელვადიან ინტერესებს, უფრო მეტ რუს ადამიანს ესმის ეს, ისინი იბრძვიან თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. პუტინის რუსეთის გარდა არსებობს მეორე რუსეთი და მათ მივმართავ , ვისაც ვუჭერთ მხარს ამ ბრძოლაში თავისუფლებისთვის,"- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.