VIDEO: „როგორ დავტოვო ჩემი მეგობარი ომში?“ - მარიუპოლიდან გაქცეულმა უკრაინელმა ბებიამ მამალი თან წაიყვანა

მამალი

პენსიონერი მარიუპოლიდან, რომელიც დამპყრობლების გარემოცვაში იყო, თავის შინაურ ცხოველთან, მამალთან ერთად გაიქცა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

მარიუპოლის მკვიდრი ფრინველს თავის მეგობარს უწოდებს, რადგან მასთან ერთად შიმშილსა და დაბომბვას გადაურჩა.

„მარიუპოლიდან გაქცეულმა უკრაინელმა ბებიამ მამალი თან წაიყვანა. მან ახსნა, რომ ვერ მიატოვებდა მეგობარს, რომელთანაც ერთად გადაურჩა დაბომბვასა და შიმშილს", - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ქალი პოლონეთში გადაიყვანეს.

თუ რატომ წაიყვანა მამალი თან, ბებიამ უპასუხა: „როგორ დავტოვო ჩემი მეგობარი ომში? ჩვენ დაბომბვის ქვეშ ვიყავით და შიმშილს გადავრჩით“.