პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთთან ომში უკრაინული ჯარის დანაკარგი დაახლოებით, 8-10 ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ოკუპანტების დანაკარგი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.
მან უარყო რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უკრაინის ჯარის ადამიანური დანაკარგი 20 ათასს აჭარბებს.
„ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი დანაკარგი, უკანასკნელ ადამიანამდე და ამას მოგვიანებით გავაჟღერებთ. ახლა, როგორც პრეზიდენტმა მიახლოებითი რაოდენობა გაასაჯაროვა. ის რუსების დანაკარგზე ბევრად ნაკლებია. დაახლოებით, 8-10-ჯერ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
მან ამასთანავე აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა მოკლეს დიდი რაოდენობით სამოქალაქო პირი, თუმცა ზუსტი რიცხვის დადგენა ჯერ კიდევ შეუძლებელია.
ცნობისთვის, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა უკრაინული ჯარის ადამიანური დანაკარგი 2 500-დან 3 000-მდე მერყეობს.