ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში აღდგომის მთელი ღამის წირვის დროს უკრაინულ ენაზე ილოცა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
მან უკრაინის დელეგაციას, რომელშიც შედიოდა ტყვეობაში მყოფი მელიტოპოლის 33 წლის მერი, ივან ფედოროვი, უკრაინულად მიმართა: "ქრისტე აღსდგა!"
„ამ სიბნელეში, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, ბატონო მერო, ბატონებო დეპუტატებო, ომისა და სისასტიკის სიბნელეში, ჩვენ ყველანი ვლოცულობთ თქვენთან ერთად და თქვენთვის ამ ღამით“, - თქვა რომის პაპმა ფრანცისკემ.
ვატიკანის ინფორმაციით, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში სადღესასწაულო წირვაში 5500-მდე მორწმუნე მონაწილეობდა.