წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
გაეროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან უკრაინა 10,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მონაცემებს ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
სტატისტიკაში მოცემულია იმ უკრაინელების რაოდენობა, რომლებმაც ერთხელ მაინც გადაკვეთეს ქვეყნის საზღვარი. დაახლოებით 4,4 მილიონმა ადამიანმა უკრაინის საზღვარი საპირისპირო მიმართულებიდან გადაკვეთეს, ანუ სამშობლოში დაბრუნდნენ.
უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობა, დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი პოლონეთში გადავიდა, მეორე ადგილზეა გერმანია 900 ათასი ლტოლვილით, ხოლო მესამეზე ჩეხეთი, 400 ათასი ლტოლვილით.
გაეროს მონაცემებით, რუსეთის საზღვარი დაახლოებით 1,9 მილიონმა უკრაინელმა გადაკვეთა.