დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მთვარის 26-27-ე დღე. გიყვარდეთ, ეძებეთ ჰარმონია და უფრო მეტი იცინეთ. მშვენიერი დღეა, მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. მთავარია, ყურადღებით იყოთ დეტალების მიმართ.
ვერძი
კარდინალური ცვლილებების დრო დგება. დაკავდით თვითანალიზით. დაისვენეთ, მოიკრიბეთ ძალები ახალი მნიშვნელოვანი სტარტისთვის.
კურო
ყური მიუგდეთ თქვენს ინტუიციას. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს, დაასრულოთ არაფრისმომცემი ურთიერთობები. შეიცვალეთ გარემო. იმოგზაურეთ, თუ ამის საშუალება გაქვთ.
ტყუპები
აკეთეთ თქვენთვის საინტერესო საქმე, მაგრამ ნუ გადაიღლებით. ნუ იფიქრებთ ნეგატივზე და ნუ მოაბეზრებთ თავს საყვარელ ადამიანებს თქვენი პრეტენზიებით.
კირჩხიბი
ელოდეთ საუკეთესო შედეგებს საქმეებში, რომელიც დასასრულს უახლოვდება. დაუთმეთ დრო მეგობრებს, იყავით გულწრფელი. ამით მიიზიდავთ და შეინარჩუნებთ სამყაროს კეთილგანწყობას.
ლომი
კარგი დროა საყიდლების, გართობისა და გარემოს შეცვლისთვის. იზრდება თქვენი მომხიბვლელობა და ქარიზმა, რაც დაგეხმარებათ საქმიან მოლაპარაკებებსა და სასიყვარულო ურთიერთობებში შთამბეჭდავი გამარჯვებისთვის.
ქალწული
სასურველია, მოერიდოთ სარისკო ქმედებას, ურთიერთობებს უცნობ ადამიანებთან. სასიკეთოა განმარტოება და ოჯახში კომფორტის მოწყობაზე ზრუნვა.
სასწორი
ნუ აჰყვებით შფოთს და ნერვიულობას, მეტად დაისვენეთ მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში. მიხედეთ ისეთ საქმეებს, რომლებიც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას.
მორიელი
ინტუიციაზე დაყრდნობით, სწრაფად გამონახავთ გზას სირთულეებიდან და მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას. თქვენს წარმატებებში დიდ როლს ითამაშებს პოზიტიური განწყობა და აზროვნება.
მშვილდოსანი
ერიდეთ აბეზარ ადამიანებს და მათ ვისთან ურთიერთობაც ცუდად აისახება თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე. საქმიანი დღის ბოლოს, აუცილებლად დაისვენეთ.
თხის რქა
დაივიწყეთ წარსული და კონცენტრირდით მომავალზე. სირთულეების გადალახვაში, ინტუიცია, მოხერხებულობა და მცირეოდენი ეშმაკობა კარგ სამსახურს გაგიწევთ.
მერწყული
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, ნუ გადაიღლებით, ეს დრო არახელსაყრელია აქტიური კომუნიკაციებისთვის. თუ ახალ საქმეს წამოიწყებთ, ის წარმატებული იქნება.
თევზები
დაგეგმეთ გულმოდგინედ ნებისმიერი საქმე. ყოველთვის გქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი, ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებსა და აზრებს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.