დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი ახალ სკანდალში ეხვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკთან რომანის გამო, კომპანია Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი ცოლს შორდება.
The Wall Street Journal-ის სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მასკისა და შანაჰანის რომანტიკულ ურთიერთობასთან, რომლის შესახებ ინფორმაცია ბრინმა განქორწინების მოთხოვნამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო.
ილონ მასკი გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოცემული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს სრული სისულელეა. მე და სერგეი მეგობრები ვართ და გასულ საღამოს წვეულებაზე ერთადაც ვიყავით!
გასული სამი წლის განმავლობაში ნიკოლი სულ ორჯერ ვნახე და ორივე შემთხვევაში საჯარო სივრცეში, ხალხთან ერთად“, - განაცხადა მასკმა.
წყარო: BBC