დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილში ფოტოგრაფებისთვის საკვები გამოყოფილი არ ყოფილა.
მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ცილისწამებაა.
გასვიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ, ტელევიზიის წამყვანები, ყველანი ძალიან ვმეგობრობთ ფოტოგრაფებთან, ოპერატორებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც კადრს მიღმა მუშაობს! არასოდეს ვიშურებთ მათ მიმართ სოცქსელში, გადაცემებში, სუფრასთან და ცხოვრებაშიც იცით რას? - სიტყვა „ყურადღება“ ცოტაა იმასთან შედარებით, რასაც ჩვენი ურთიერთობები ჰქვია! სახლში როცა მოდიან გადაღებაზე, პირველი რასაც ვაკეთებთ, გემრიელობებს ვამზადებთ, ან ვუკვეთთ, რომ ოპერატორებს დავხვდეთ მასპინძლურად! წამყვანები კამერებსაც დავათრევთ ხოლმე, როცა ოპერატორები ან ფოტოგრაფები იღლებიან. ყავასაც ვუდუღებთ და ჩვენი მანქანებითაც ვემსახურებით! და ეს ასეც უნდა იყოს. ეს ბუნებრივი თანაცხოვრებაა! „ტელევიზიონშიკებისთვის“ ოპერატორი ტელევიზიის ღერძია და ამაში ითვლება ნებისმიერი ფოტოგრაფი, რომელიც ბედნიერ დღეებს გვილამაზებს და კადრში ასახავს! მ ა გ რ ა მ -
აი ის ყველაფერი, რაც დაატრიალეს სოცქსელში - არის ერთი დიდი სიყალბე...
აგორებული მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ცილისწამება!!! ნუ აჰყვებით ასეთ სიმდაბლეს!!! პატივი ვცეთ ერთმანეთს და ჩვენს სფეროსა თუ საქმიანობას!!!
„ნიგვზიან ბადრიჯნამდე“ ნუ დაიყვანთ თქვენს კულტურას! ადამიანებს ამ ბედნიერ დღეებს მაინც ვერ გაუფუჭებთ, რაც უნდა ეცადოთ!
იქ ფოტოგრაფების გარდა, მომღერლებიც შრომობდნენ და სხვებიც... ოჯახის წევრებიც, სხვათა შორის!
მსგავს რამეს ამ ქორწილში ადგილი არ ჰქონია, რასაც ახლა აბრალებენ!
ირაკლისა და მის ოჯახს თუკი რაიმე კუთხით ვიცნობ, ეს არის ყურადღების მიქცევა, ტრადიციული, ზრდილობიანი ოჯახია!
მათ, ასეთი რამეები არ ეშლებათ კი არა და - პირიქით!
ლიზა რაც გავიცანი, ვფიქრობ, ასეთი ყურადღებიანი ადამიანიც იშვიათად მეგულება! (მარიტა დამემოწმება როგორი ყურადღებიანი ოქროს გოგოა, ლიზა)
პ.ს. საოცრად ლამაზი და ბედნიერი ქორწილი იყო, ირაკლისა და ლიზას ვუსურვებ დიდ ბედნიერებას!", - წერს გიორგი გასვიანი.