„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
"ევროკავშირი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერის, რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლის გაძლიერებასა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხებში", - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
„წარმოდგენილია წინადადება ჩვენი წვლილის გაორმაგებაზე. საუბარია დამატებით 500 მილიონ ევროზე, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას უნდა მოხმარდეს. ვფიქრობთ, უფრო მეტ სანქციებზე, რომლებიც რუს ოლიგარქებს უნდა დაეკისროთ, რათა რუსული ეკონომიკა შესუსტდეს. დარწმუნებული ვარ, რომ 500 მილიონიან დახმარების გაცემას ლიდერები დაამტკიცებენ", - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.