უკრაინა არასდროს, არასდროს იქცევა პუტინის გამარჯვებად! - ჯო ბაიდენი

ბაიდენი

"უკრაინა არასდროს, არასდროს იქცევა პუტინის გამარჯვებად", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„მივიჩნევ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიოს ერები გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას,“- აღნიშნა ბაიდენმა.

თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დახმარებისთვის უკვე გამოყო მილიარდი დოლარი, მისი თავდაცვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.

„და თავდაცვითი აღჭურვილობის ახალი პარტია სწორედ ახლა მიემართება უკრაინისკენ,“- განაცხადა ბაიდენმა.