„წელიწად-ნახევარია ერთად ვართ...“ - ვინ არის ევა ბარბაქაძის შეყვარებული და რას ამბობს მასზე
1786479393
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეების ჩართვას მხარი დაუჭირა.
„თუ თქვენ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მოხალისეობრივად, მით უფრო, ანაზღაურების გარეშე სურთ ჩასვლა და დონბასში მცხოვრები ადამიანების დახმარება, უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები და დავეხმაროთ საბრძოლო მოქმედებების ზონამდე მიღწევაში", - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების თათბირზე.
მისი თქმით, „დასავლელი სპონსორები“ არ მალავენ დაქირავებული მებრძოლების მობილიზებას კონფლიქტში მონაწილეობისთვის და „ამას აკეთებენ ღიად, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმის დარღვევით".
ნახეთ ვიდეო