ვენსი ზელენსკის: „გითქვამთ მადლობა მთელი ამ შეხვედრის მანძილზე? უთხარით მადლიერების რამდენიმე სიტყვა ამერიკის შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტს“

შეხვედრა

ტრამპის და ზელენსკის ოვალურ კაბინეტში შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის შემდეგ დასრულდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მან ხელი მოაწერა შეთანხმებებს პუტინთან, მაგრამ რუსეთის ლიდერის ნდობა არ შეიძლებოდა.

მან წინააღმდეგობის გაწევა სცადა მას შემდეგ, რაც ტრამპმა და ვენსმა დაჟინებით მოითხოვეს, რომ კომპრომისზე წასულიყო ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ.

შედეგი იყო სკანდალი, რადგან საგულდაგულოდ შემუშავებული დიპლომატია ჩაიშალა. ტრამპმა ხმა აუმაღლა  და ვიცე-პრეზიდენტი, ვენსი ჩაერია კითხვით, რატომ არ თქვა ზელენსკიმ „მადლობა“ ოვალურ კაბინეტში.

ტრამპი ყვიროდა, რომ ზელენსკი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს რისკავს.

„თქვენ თამაშობთ მესამე მსოფლიო ომზე და რასაც აკეთებთ, არის ძალიან დიდი უპატივცემულობა, ქვეყნის მიმართ, ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც მხარს გიჭერთ იმაზე მეტად, ვიდრე ბევრი ამბობს, რომ უნდა გქონდეთ.

ვენსი ჩაერია და მოითხოვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს გამოეთქვა მადლიერება ვაშინგტონის მიმართ, მხარდაჭერისთვის. 

„გითქვამს მადლობა მთელი ამ შეხვედრის მანძილზე? უთხარით მადლიერების რამდენიმე სიტყვა ამერიკის შეერთებულ შტატებს და პრეზიდენტს, რომელიც ცდილობს თქვენი ქვეყნის გადარჩენას. - წერს dailymail