უკრაინაში მოხალისედ ჩამომსვლელთა საყურადღებოდ - რას წერს დომენიკ მანგო

დომენიკ მანგო

დომენიკ მანგო, რომელიც უკრაინაში მოხალისედ არის წასული სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ ვისაც უკრაინაში მოხალისედ წასვლის სურვილი აქვს, პირად ნომერზე დაუკავშირდნენ და ის თავად გაუკვალავს გზას.

„უკრაინაში მოხალისედ ჩამომსვლელთა საყურადღებოდ: ქვეყანაში მოქმედებს პაროლის პრინციპი, შეიარაღებულია მოსახლეობა და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. მოხდა რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა გაურკვევლობაში მყოფი ადამიანი, რომელმაც არ იცოდა ქვეყნის შიდა მდგომარეობა.

ვისაც გაქვთ სურვილი უკრაინაში ჩამოსვლის (მხოლოდ საბრძოლო გამოცდილების მქონე ადამიანებს) და გსურთ შეიტანოთ თქვენი წვლილი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, დამიკავშირდით ნომერზე (ვოთსაფის მეშვეობით) ‪+48 694 812 741‬

და მე გაგიკვალავთ გზას ჩვენამდე პოლონეთიდან. ორგანიზებული ავტობუსების გამომგზავრება თბილისიდან შეჩერებულია, ვინაიდან საზღვრებზე პრობლემა იქმნება. ტელეფონზე პასუხს მაქსიმალურად ვცდილობ, თუ რამდენიმე ზარზე ვერ გიპასუხეთ, რადგან ზოგჯერ საავიაციო დაბომბვებია, არ შეწყვიტოთ რეკვა.

ნუ მომწერთ წერილებს პირად წერილებში, მათი გახსნის და წაკითხვის დრო აქ არ არის. მხოლოდ ზარის მეშვეობით დამეკონტაქტეთ“, – წერს დომენიკ მანგო.