გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე მოსახლეობას ურჩევს, რომ მათ ვისაც ომში ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, თავი შეიკავონ უკრაინაში მოხალისედ წასვლსიგან.
მისი თქმით, „იქ ომია, რომელიც ფილმებშიც კი არ აქვს ბევრს ნანახი“.
ვანო ნადირაძე ქართველებს ასევე ურჩევს „საკუთარ ქვეყანაში იბრძოლონ რუსების წინააღმდეგ, რომელთაც საქართველოში გვისახლებენ“.
„ვიცი რომ ბევრი ვისაც აქ ჩამოსვლა გინდათ, ვაჟკაცები ხართ, უშიშრები. მაგრამ ჩემი თხოვნაა თუ გამოცდილება არ გაქვთ ნუ ჩამოხვალთ!!!
ეს ის ომია, რომელიც ფილმებშიც კი არ გაქვთ ნანახი ბევრს!!!
არ გაქვს გამოცდილება ნუ ჩამოხვალთ!!! ოცი წლის უკან სადღაც ჯარში იმსახურე, ნუ ჩამოხვალ!!!
იბრძოლეთ მანდ, რუსებს რომ გვისახლებენ იმათ წინააღმდეგ!!!
ხოლო თაღლითებს ვისაც სელფი გინდათ ფეუსბუქისთვის? ნახეთ სადმე გაჩერებული ტანკი და გადაიღეთ სურათი, მერე აახვიეთ აქედან“, - წერს ვანო ნადირაძე.