„ბევრი შეესწრება ამ მდგომარეობას...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1756757611
საშინელებანი, რომელიც ბუჩაში ვიხილეთ, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია ყველა იმ დანაშაულისა, რომელიც რუსეთის არმიამ აქამდე უკრაინაში ჩაიდინა,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„დასავლეთი აგრძელებს რუსეთის ომის მანქანას გამოკვებას წიაღისეული საწვავის შეძენით, ვაჭრობით, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის, ფინანსური ტრანსაქციებით, რომლებიც განხორციელებულია რუსული ბანკების მეშვეობით, რომლებიც ჯერ არ არის გათიშული SWIFT-იდან“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.