რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ქართველი ბიზნესმენის მიერ მეგობარი ქალის ცემის ფაქტზე
1745612365
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბუჩაში მომხდარი მოვლენები გენოციდია. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს გენოციდია, მათ ყველაფრისთვის სასჯელი უნდა დაეკისროთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბუჩაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. თუმცა, მისი თქმით, პუტინთან შეხვედრა არ იქნება.
„ყველაზე რთულია ისაუბრო იმაზე, რაც მათ ჩაიდინეს, აღიარო ისინი მტრებად და ამასთან, იპოვო შესაძლებლობა შეხვედრისთვის, ამ შეხვედრაზე იპოვო გამოსავალი და არ დაკარგო საკუთარი ტერიტორია“, – განაცხადა ზელენსკიმ.