კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ უკრაინა ზამთარს გაუძლებს და გააგრძელებს ბრძოლას.
”მზად ვართ, გავუძლოთ ამას. იმდენი საშინელი გამოწვევა გვქონდა, იმდენი მსხვერპლი, ნგრევა ვნახეთ, რომ უშუქობა არ არის ყველაზე უარესი რამ, რაც ჩვენს თავს ხდება“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.
ზელენსკამ საკუთარ ოჯახზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან იშვიათად ხედავენ ერთმანეთს.
„მე ჩემი შვილებისგან მოშორებით ვცხოვრობ, ჩემი მეუღლე სამსახურში ცხოვრობს. როდესაც შეხვედრის ძალიან მოკლე მომენტები გვაქვს, ეს ბავშვებისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ ეს, ალბათ, ყველაზე მეტად გვენატრება. ჩვენ უბრალო რაღაცები გვენატრება. გვენატრება, რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვინდა. ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც ოჯახში ხდება“, - აღნიშნა ზელენსკამ.