„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
უკრაინაში, ოდესის ოლქში, სანგრების გათხრისას ჯარისკაცებმა უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს - ნაპოვნია ანტიკური ხანის არტეფაქტები, კერძოდ - ამფორები.
უკრაინული მედია კულტურული მემკვიდრეობის ფაქტის ამსახველ ფოტო მასალას აქვეყნებს.
ოდესის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ბრიგადის ჯარისკაცებმა სანგრები გათხარეს და საფორტიფიკაციო პოზიციები მოამზადესდა მუზეუმი შეავსეს.
ჯარისკაცებმა უძველესი ამფორები აღმოაჩინეს, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 მე-5 საუკუნეებით თარიღდება.
არტეფაქტები ოდესის არქეოლოგიურ მუზეუმს გადაეცა.
ცნობისთვის, ამფორი ამფორი არის სახელურიანი თასი. ტერმინი ამფორა მომდინარეობს ბერძნული ენიდან "ამფორეუსისგან" და უწოდებენ ჭურჭელს, რომელსაც ორი სახელური აქვს და დაახლოებით, 26 ლიტრს იტევს.