უნიკალური აღმოჩენა ეგვიპტეში: ნაპოვნია 4,500 წლის წინანდელი სამარხები და ნივთები

egviptis agmochena

ეგვიპტეში, კონკრეტულად კი სოჰაგის პროვინციაში, რომელიც კაიროდან 350 კილომეტრში მდებარეობს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად 85 სამარხი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტრო ავრცელებს.

სამარხი ეგვიპტის ძველი სამეფოს პერიოდით, 4,500 წლის წინანდელი ეპოქით თარიღდება და მუმიების გვერდით აღმოაჩინა გარდაცვალების მოწმობები, რომლებიც ძველბერძნული ენით არის დაწერილი. მოწმობებზე დატანილია დეტალური ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ: სახელი, გვარი, ასაკი, პროფესია, მშობლების სახელები და გვარები. ყველაფერი აღნიშნული დაწერილია ძველბერძნული ენითა და ეგვიპტური იეროგლიფებით.