VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
რუსეთის სარაკეტო დარტყმებს ქალაქ ლვოვში, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დასავლეთის საჰაერო ოპერაციების სარდლობის ინფორმაციით, დღეს ლვოვზე ოთხი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. სამი რაკეტა სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული, ერთი კი - საბურავების შემკეთებელ დაწესებულებას მოხვდა“, - აღნიშნეს ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში.