პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინული მედია („უკრაინსკაია პრავდა“) ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დილის მონაცემებს ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 7 მარტს, ადგილობრივი დროით 08:00 საათის მონაცემებით, საჰაერო დაბომბვების ქვეშ მოჰყვა ჩერნიგოვი, ხარკოვი და ნიკოლაევი, გარდა ამისა, დაიბომბა ჟიტომირი, ხერსონისა და სუმის რეგიონებში კი კვლავ დაძაბული ვითარება ნარჩუნდება.
„ზაპოროჟიეს რეგიონში, გულიაპოლეს, ორეხოვის დასახლებებთან და ვასილიევკა-ბალაბინოს მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა თავდაცვით ოპერაციას ატარებს. პოლოგი, ვასილიევკა, ტოკმაკი დროებით ოკუპირებულია. ოკუპანტების კონტროლქვეშ კვლავ რჩება ატომური ელექტროსადგური. ვინიცაში ღამე შედარებით მშვიდი იყო. ადგილობრივი დროით 05:30 საათზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი ჩაირთო. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალის ფონზე შედარებით სიმშვიდეა ხმელნიცკის რეგიონში. სტაროკონსტანტინოვსკის აეროდრომზე გუშინ განხორციელებული დაბომბვების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
ჩერნიგოვში ღამით 3-ჯერ გაისმა განგაშის სიგნალი. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს საცხოვრებელი უბნები, ქალაქის ცენტრი. ჭურვები მოხვდა სკოლას, საცხოვრებელ კორპუსებს. ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ბრძოლა მიმდინარეობს ჩერნიგოვის გარეუბანში და ზოგადად ამ რეგიონში.
შედარებით სიმშვიდე იყო სუმის რეგიონში. ახტირკასა და ტროსტიანეცში ვითარება კვლავ მძიმეა. რეგიონში დიდი რაოდენობით რუსული საოკუპაციო ძალები შედიან. შედარებით მშვიდი ვითარება იყო ლუგანსკის რეგიონში. დილით მძიმე არტილერიით დაიბომბა სევეროდონეცკი. პოპოსნაია უკვე ორი დღეა, მასიური დაბომბვის ქვეშ იმყოფება.
დონეცკის რეგიონში ალყაშია მარიუპოლი და ვოლნოვახა. მიმდინარეობს შეტაკებები. კრამატორსკში გვიან ღამით საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი ჩაირთო. ჰუმანიტარული ტვირთები იგზავნება ამ რეგიონში დნეპრიდან, ჩერკასიდან, ლვოვიდან. აუცილებელია ე.წ. მწვანე კორიდორი. ნიკოლაევის რეგიონის რაიონული ცენტრი ე.წ. გრადებით დაიბომბა. ამ რეგიონის სხვა რაიონებში ღამით შედარებით სიმშვიდე იყო.
ხარკოვის რეგიონში, ქალაქ ხარკოვის სხვადასხვა რაიონში საცხოვრებელი კორპუსების საჰაერო დაბომბვები მთელი ღამით გაგრძელდა. კიევის რეგიონში ბრძოლები მიმდინარეობს მაკაროვი-ირპენ-ჰოსტომელის მიმართულებით. მუდმივად ისმის განგაშის სიგნალი. ფასტოვსკის რაიონის სოფელ ბიშევში ავიადარტყმა განხორციელდა.
დნეპროპეტროვსკის რეგიონში ღამით სამჯერ გაისმა განგაშის სიგნალი. ღამემ მშვიდად ჩაიარა კარპატეთში, კიროვოგრადში, ვოლჰინიაში, რივნის რეგიონში, ლვოვში, ივანო-ფრანკოვსკიში, ტერნოპოლში, ოდესაში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.