1743366857
უკრაინის უმაღლესმა რადამ შეერთებულ შტატების შეთავაზებული შეთანხმება დაბლოკა

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ შეერთებულ შტატებთან ნედლეულის შესახებ მომზადებული შეთანხმება დაბლოკა. დოკუმენტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ "შეთანხმება სრულიად არახელსაყრელია უკრაინისთვის".
ერთ-ერთი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი განმარტავს, რომ საუბარია არა მხოლოდ იშვიათ ლითონებზე, არამედ ნავთობსა და გაზზეც. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს უკრაინის ნედლეულზე სრული კონტროლი სურს.
ჟელეზნიაკი ხაზს უსვამს, რომ საბადოების ექსპლუატაციის შესახებ შეთანხმების პროექტი, რომელიც ვაშინგტონმა კიევს გადასცა, უსაფრთხოების გარანტიებს არ შეიცავს.