პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეიდან განაახლებს

კო

პარლამენტში შექმნილი, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეიდან განაახლებს.

კომისიაზე ამჯერად მიწვეული არიან: ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი კანდელაკი და გიორგი თარგამაძე. უკვე ცნობილია, რომ თარგამაძე სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ამასთან სხდომის ბოლოს დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულის ჩართვა. სხდომა პარლამენტში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

კომისია მანდატს აფართოებს და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2012 წლიდან ჩადენილი ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებსაც შეისწავლის. დეპუტატები ხუთი მიმართულებით მუშაობენ, მათ შორისაა 2008 წლის ომი, ომისწინა პერიოდი და ბიზნესის რეკეტი.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 28 მარტს 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოთხ პირს: მამუკა ყურაშვილს, გოგა ხაინდრავას, ირაკლი ბათიაშვილს და გიორგი ვოლსკის მოუსმინა.