ზვიად შალამბერიძე: წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია საქართველოს უდგება, როგორც პარტნიორს და არა რომელიმე პატარა ქვეყანას, რომლის დაჩაგვრის სურვილიც ჰქონდა წინა ადმინისტრაციას

ზვიად შალამბერიძე

წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციას სხვა პოზიცია აქვს და პოზიცია არის შემდეგი - ის საქართველოს უდგება, როგორც პარტნიორს და არა რომელიმე პატარა ქვეყანას, რომლის დაჩაგვრის სურვილიც ჰქონდა ამ შემთხვევაში წინა ადმინისტრაციას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, გახშირებული შეხვედრები ადასტურებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ინტერესი საქართველოსთან პარტნიორობის აღგდენის.

„საქართველოსთან სწორი კომუნიკაცია არის ყველასთვის ხელსაყრელი. ხელსაყრელი უნდა იყოს ამერიკისთვისაც და საქართველოსთვისაც. წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციას სხვა პოზიცია აქვს და პოზიცია არის შემდეგი - ის საქართველოს უდგება, როგორც პარტნიორს და არა რომელიმე პატარა ქვეყანას, რომლის დაჩაგვრის სურვილიც ჰქონდა ამ შემთხვევაში წინა ადმინისტრაციას.

დინამიკა აჩვენებს, რომ სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება მაღალ დონეზე შეხვედრები. ოფიციალური მიზეზი, რაც ამერიკულმა მხარემ დაასახელა ჩამოსვლის და შეხვედრების არის ის, რომ ეს ვიზიტი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების კიდევ უფრო გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯია. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი შეხვედრა იქნება ეს საქართველოში თუ აშშ-ში, რა თქმა უნდა არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.

დაველოდოთ დინამიკას. ის პოზიტიური განვითარება, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ახლა მიმდინარეობს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თამამად ვთქვათ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის აღდგება“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.