პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ჩემი ცხოველების გამო მზად ვარ მოვკვდე კიდეც",- ამბობს წარმოშობით იტალიელი ანდრეა ცისტერნო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დროს კიევის დატოვებაზე უარს ამბობს და ქვეყანაში ცხოველების დასაცავად რჩება. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ანდრეა კიევში ცხოველთა თავშესაფარს ფლობს, სადაც ის 400-მდე ცხოველს (კატებს, ძაღლებს, ცხვრებს, თხებს) უვლის.
ის სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ.
„ჩემი ცხოველების გამო მზად ვარ მოვკვდე კიდეც. მე უნდა ვიზრუნო ჩემი თავშესაფრის გადარჩენაზე. აქ მე 400-მდე „სტუმარი" მყავს და მე ისინი ნებისმიერ ფასად უნდა დავიცვა",- დაწერა 24 თებერვალს ანდრეამ Facebook-ზე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული ბომბები მის თავშესაფართან ახლოს ყოველდღე ცვივა, ანდრეა კიევის დატოვებას არ აპირებს.
საზოგადოებამ მას ბოლო დღეების გმირიც კი შეარქვა. ისინი ანდრეას გამხნევებასა და დახმარებას ყველანაირად ცდილობენ.